აშშ-ის საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

აშშ-ის საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაგებულ იქნა, როგორც ქართული დემოკრატიის მიერ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რასაც თან სდევდა პოლიტიკური კონსენსუსი და ყველა მხარის ერთობლივი ვალდებულება, ემუშავათ ამ მიზნის მისაღწევად. გასულ ხუთშაბათს, ამ პროცესის მოულოდნელმა შეჩერებამ გაზარდა უნდობლობა და გაამძაფრა დაძაბულობა მმართველ პარტიას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისაღები იქნება.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ უფლებას ახორციელებს, კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

Statement by the Embassy of the United States of America and the Delegation of the European Union to Georgia.

The Delegation of the European Union to Georgia and the Embassy of the United States of America recognize the deep disappointment of a wide segment of Georgian society at the failure of Parliament to pass the constitutional amendments required to move to fully proportional parliamentary elections in 2020. The decision taken last summer to accelerate the transition to proportional elections was understood as an important step forward in Georgia’s democracy, and there was political consensus behind it and a joint commitment from all sides to work towards this end. The unexpected halting of this process last Thursday has increased mistrust and heightened tensions between the ruling party and other political parties and civil society.

In view of the current situation, we consider it essential to immediately work to restore trust through a calm and respectful dialogue between the government and all political parties and civil society with a view to finding an acceptable path forward.

We fully support the right to peaceful assembly and freedom of expression. We call on all parties exercising this right to do so in a lawful manner and within the framework of the Constitution.

We encourage all sides to act in the country’s best interest”, – ნათქვამია ერთობლიც განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად