აშშ-ის საელჩო თბილისში: გიხაროდენ დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა!

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერენ.

“გიხაროდენ დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა!- ილია ჭავჭავაძის საფლავთან ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს ვლასა მგელაძის თაოსნობით შეკრებილმა საზოგადოებამ წარმოთქვა. მათვე საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმოდ მთაწმინდის სამრეკლოდან დიდების ზარები დარეკეს,”- წერს აშშ-ის საელჩო თბილისში.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...