აშშ-ის საელჩო: შიდა ქართლში 200 მოსწავლე კომფორტულ სკოლაში ივლის, რისთვისაც ამერიკის მთავრობამ 2.5 მლნ დახარჯა

შიდა ქართლში 200 მოსწავლე კომფორტული სკოლაში ივლის, რისთვისაც ამერიკის მთავრობამ 2.5 მლნ დახარჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო აქვეყნებს.

საელჩოს ცნობით, ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა სკოლა დღეს ოფიციალურად გახსნა.

“დღეიდან 200 მოსწავლე, რომელიც შიდა ქართლში, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად ცხოვრობს, თბილ და კომფორტულ სკოლაში ივლის. შეერთებულმა შტატებმა სიამოვნებით უპასუხა საქართველოს მთავრობის თხოვნას, ამ მხარეში ბავშვებისთვის განათლებისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესების შესახებ. აღნიშნულ პროექტზე ამერიკის მთავრობამ 2.5 მილიონი ლარი დახარჯა. ელჩის მოადგილე რუდმა დღეს სკოლა ოფიციალურად გახსნა”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად