აშშ-ის საელჩო საქართველოში: მივესალმებით სასამართლო რეფორმის “მეოთხე ტალღის” ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, სასამართლო რეფორმის “მეოთხე ტალღას” კანონპროექტს იწონებს და მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს საქართველოს ამ კანონპროექტის დანერგვაში.

“აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა. სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისაგან, მათ შორის: საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. ველით პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში”, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...