აშშ-ის საელჩო: სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერაში

მაიკ პომპეოსა და ილია მეორის შეხვედრას აშშ-ის საელჩო ეხმაურება:

“სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

მანამდე, მაიკ პომპეო ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა აუდიენცია.

სახელმწიფო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ- მინისტრთან გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

ცნობისთვის, მაიკ პომპეო თბილისს 17 ნოემბერს ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს მართავს.

არ იგეგმება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ მედიასთან კომენტარის გაკეთება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს ეწვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად