აშშ-ის საელჩო ჯორჯ ფლოიდის სიკვდილისა და ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩოს განცხადება ჯორჯ ფლოიდის სიკვდილისა და ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“აიპრესი” საელჩოს განცადებას უცვლელად გთავაზობთ: 

“აშშ-ის საელჩო თბილისში, ისე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო თვალყურს ადევნებს ღრმად შემაშფოთებელ ახალ ამბებს, რომლებიც უკავშირდება პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფაქტს, 25 მაისს, მინესოტაში. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, მშვიდობიანი პროტესტები და თანმდევი ძალადობა, რასაც ადგილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, მათ შორის, ვაშინგტონში შეგვახსენებს,რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ისწრაფვის და ზოგჯერ წინააღმდეგობებსაც აწყდება რთულ ბრძოლაში დემოკრატიული ღირებულებების, განმტკიცებლად, რაც თავისთავად მოიცავს კანონის უზენაესობასა და სამართლიან და თანასწორ მოპყრობას ყველას მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, ცხადია შორსაა სრულყოფისგან.

ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილი არის კიდევ ერთი სულის შემძვრელი შეხსენება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მუდმივი ბრძოლისა ამ იდეალების სრულად დასაცავად. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები: სიტყვის, პრესისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება აქცევს ამერიკას ღია ქვეყნად, რომელიც ესწრაფვის თავისუფლებასა და სამართლიანობას ყველასათვის და უარყოფს ძალადობას, რომელიც არავის და არანაირ ღირებულ მიზანს არ ემსახურება. ჩვენ ვისწრაფვით ამ იდეალების გათავისებისკენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რადგანაც ეს იდეალები ძლიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ არ შევეცდებით დავფაროთ ჩვენი მტკივნეული ბრძოლა, რადგან გვჯერავს, რომ გულწრფელი საჯარო დისკუსია დაგვეხმარება გავხდეთ უკეთესი და უფრო ძლიერი. ფუნდამენტური ღირებულებების განმტკიცება არის გზა, რომლის საშუალებითაც სრულად მივაღწევთ თანასწორობას და შევებრძოლებით დისკრიმინაციასა და უსამართლობას. ჩვენ გვამხნევებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოთქმული წუხილი და მხარდაჭერა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად