აშშ-ის საელჩო: ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად

საქართველოში აშშ-ის საელჩო 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ევროკავშირის პრეზიდენტ მიშელის მედიაციის დახმარებით მიაღწიეს. ეს შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხრისგან. უპირველეს ყოვლისა, იგი მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მნიშველოვანი ნაბიჯია, რითაც სრულდება მრავალთვიანი მოლაპარაკებები, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს.
როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრაციის გზაზე.
U.S. Embassy Statement on the Signing of the April 19 Political Agreement
The United States welcomes the agreement reached by the parties today, under the auspices of European Union President Michel’s mediation, to bring an end to Georgia’s political crisis. This agreement required difficult compromises by all sides. Above all, it required political courage and a commitment to the people of Georgia to continue the hard work of building democratic institutions and strengthening the rule of law.
While the signing of this agreement is a significant step, ending months of negotiations, we recognize that its implementation is equally important. The United States is committed to assisting the Parliament to ensure this agreement achieves its aspirations.
We invite individual Members of Parliament and remaining parties to sign the agreement so that all of Georgia’s elected representatives can begin working together in a fully functioning Parliament on the pressing issues facing Georgia.
As always, the United States stands ready to support Georgia on its path toward full integration into the Euro-Atlantic family of nations.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...