აშშ-ის საელჩო: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო

აშშ-ის საელჩოს განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე | U.S. Embassy Statement on Judgement of the European Court of Human Rights.

“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.

სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების” დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

In the state-to-state case of Georgia v. Russia on the 2008 Russia-Georgia War, the Court ruled clearly in favor of Georgia and found Russia responsible for violating multiple articles of the European Convention of Human Rights, including by detaining and torturing individuals, and denying Georgian citizens the right to return to their homes. The court further found the Russian government has not conducted a full or adequate investigation into the events that took place during and after the hostilities.
The Court’s ruling adds further weight to the international community’s demand that Russia cease its blatant violations of Georgia’s sovereignty and territorial integrity. Russia’s attempts to control and exploit the Georgian regions of Abkhazia and South Ossetia through borderization, arbitrary detentions, restrictions of movement across the administrative boundary lines, and establishment of socio-economic and military “agreements” between Russia and the two Georgian regions are particularly concerning and unacceptable. These actions threaten the lives, culture, and personal freedoms of people living in these Georgian territories, and deny them the ability to exercise rights and access opportunities that should be available to all Georgian citizens”, – წერს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის საელჩო.

შეგახსენებთ, 2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგში საქართველომ რუსეთს მოუგო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად