აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უოლტერ მონდეილი გარდაიცვალა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი-უოლტერ მონდეილი. იუწყება Reuters.

იგი გარდაიცვალა ორშაბათს, 19 აპრილს. პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დაზუსტებული არ არის.

მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 1977-1981 წლებში, ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის დროს ეკავა. 1983 წელს იყო  „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა რონალდ რეიგანთან დამარცხდა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ – ჯილ ბაიდენმა უკვე გააკეთეს კომენტარი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ. ”მე და ჯილმა მივიღეთ ინფორმაცია, რომ ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი წავიდა. მადლიერი ვართ იმით, რომ მას ერის ერთგული პატრიოტი, ძვირფასი მეგობარი და მრჩეველი შეგვიძლია ვუწოდოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...