აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, თვის განმავლობაში საავადმყოფოში მეორედ მოხვდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, თვის განმავლობაში უკვე მეორედ მოხვდა საავადმყოფოში. ამის მიზეზი გახდა წნევა, რაც არც ისე დიდი ხნის წინ მიღებული ტრავმის გამო მომხდარმა სისხლდენამ გამოიწვია.

22 ოქტომბერს, ჯიმი კარტერი საავადმყოფოში, მენჯის ძვლის მოტეხილობის გამო მოხვდა. სამი დღის შემდეგ, 25 ოქტომბერს, იგი გამოწერეს საავადმყოფოდან. იგი რეაბილიტაციის გაგრძელებას შინ აპირებდა.

ნოემბრის დასაწყისში იგი დაუბრინდა თავის საქმიანობას – საკვირაო სკოლაში გაკვეთილების ჩატარებას.

ჯიმი კარტერი აშშ-ის პრეზიდენტი 1977-1981 წლებში იყო. იგი ახლა 95 წლის არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად