აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ასევე, გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითა საგანაგებო სიტუაციების ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ქვეყანაში ახალი საავადმყოფოები უნდა აშენდეს და დაფინანსდეს სამედიცინო კვლევები, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ან წამლის შექმნაზე იქნება ორიენტირებული.

შეგახსენებთ, იფიციაური მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსით 1701 ადამიანია ინფიცირებული, დაიღუპულია 40 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად