აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას ტრამპი ახსენა და პირჯვარი გადაიწერა (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კალიფორნიელთა წინაშე წარსდგა და მათ შტატის გუბერნატორის გაწვევის კენჭისყრაში გევინ ნიუსომის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ჯო ბაიდენმა ამომრჩეველს მოუწოდა არ დაუშვას ხელისუფლებაში გევინ ნიუსომის კონკურენტის, „დონალდ ტრამპის კლონი”-ს, რესპუბლიკელ ლარი ელდერის მოსვლა.

„როგორც იცით, შარშან, არჩევნებში მე ვიბრძოდი ნამდვილი ტრამპის წინააღმდეგ”, – თქვა ჯო ბაიდენმა და ტრამპის ხსენებისას პირჯვარი გადაიწერა. ასეთმა ჟესტმა  შეკრებილ აუდიტორიაში სიცილი გამოიწვია.

ამომრჩეველთა წინაშე გამოსული გევინ ნიუსომის თქმით, არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დავამარცხეთ ტრამპი, მაგრამ არ დაგვიმარცხებია ტრამპიზმი”, – განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა.

კომენტარები
იტვირთება...