აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ ტრამპი ნობელის პრემიას იმსახურებს

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიენს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპი შეიძლება გახდეს ნობელის პრემიის მთავარი პრეტენდენტი, სამშვიდობო დარგში მიღწეული მიღწევებისთვის. მან ეს მოსაზრება გამოთქვა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

”ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი შევა ისტორიაში, როგორც დიდი მშვიდობისმყოფელი”, – თქვა მან ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის, შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმებების შესახებ კომენატრის გაკეთების დროს.

მისი თქმით, ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მშვიდობის დამყარების გარდა, ტრამპმა ასევე დადო ”ისტორიული შეთანხმება ავღანეთის შესახებ”, მან მიაღწია ზავს სირიასთან, როდესაც თურქეთმა თავისი ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთით გაიყვანა და აგრეთვე თავიდან აიცილა ომი ჩრდილოეთ კორეასთან.

”თუ მიმოიხედე და დაინახავ, რა გააკეთა ამ პრეზიდენტმა მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ გასაკვირი არ იქნება, თუ გავა გარკვეული დრო არსებული ვითარების გათვალისწინებით და მას საბოლოოდ ნობელის პრემიაზე დაასახელებენ”, – თქვა ო’ბრაიანმა.

”დღევანდელი შედეგი არის მაგალითი იმისა თუ რატომ შეიძლება, რომ იგი ნობელის პრემიის მთავარი პრეტენდენტი გახდეს და იგი უნდა გახდეს კიდეც”, – დარწმუნებულია ამერიკის ლიდერის თანაშემწე.

ხუთშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ ისრაელმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა მიაღწიეს შეთანხმებას ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის შესახებ. იგივეზე მოწმობს ორი ქვეყნის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად