აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში კიდევ 12 ირანული ბანკი დაამატა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დააკისრა 18 მსხვილ ირანულ ბანკს. ამის შესახებ ნათქვამია ფინანსური დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები სანქციებს აწესებს ირანის მთელი ფინანსური სექტორის წინააღმდეგ, მაგრამ აკრძალვები არ ვრცელდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების, საკვების, მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის გარიგებებზე.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, ჩამონათვალში შედის “16 ირანული ბანკი ირანის საფინანსო სექტორში საქმიანობისთვის” და კიდევ ერთი, რომელსაც აკონტროლებს ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც უკვე ამერიკის შავ სიაშია. გარდა ამისა, დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესდა შეზღუდვები ბანკის მიმართ, რომელიც ასოცირდება ირანის შეიარაღებულ ძალებთან.

აშშ-ს ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის თქმით, ეს გადაწყვეტილება “ასახავს აშშ-ს ვალდებულებას, ხელი შეუშალოს აშშ დოლარის უკანონო მიღებას”. ის ამტკიცებს, რომ სანქციები “საშუალებას აძლევს ჰუმანიტარულ ოპერაციებს ირანელი ხალხის მხარდასაჭერად”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად