აშშ-ის ფედერალური სააგენტოების მუშაობა ნაწილობრივ გაჩერებულია

აშშ-ის ფედერალური სააგენტოების მუშაობა ნაწილობრივ გაჩერებულია, ვინაიდან დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა კონგრესში ბიუჯეტის შეთანხმება თებერვლის შუა რიცხვებამდე ვერ მოახერხეს.

შესაბამისმა კანონპროექტმა წარმატებით გაიარა წარმომადგენელთა პალატა, თუმცა იგი სენატმა არ დაამტკიცა. მუშაობა 20 იანვარს, შუაღამისას გაჩერდა და მანამ არ აღდგება, სანამ ორი პარტია კომპრომისს არ მიაღწევს.

"ეს ყველაფერი დიდად კარგი არაა ჩვენი დიადი თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ისეთ სახიფათო ზონაში, როგორიც სამხრეთ საზღვარია", – წერს აღნიშნულთან დაკავშირებით თავის ოფიციალურ ტვიტერზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...