აშშ-ის მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 დოლარს გამოყოფს

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

“ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება.
სწორედ ამიტომ, ამერიკის მთავრობა გამოყოფს $500 000 დოლარს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად.
აღნიშნული პროექტი განხორციელდება საპარტნიორო ფონდი / Partnership Fund-ისა და USAID/Georgia Zrda აქტივობის პარტნიორობის ფარგლებში”, – აღნიშნულია ამერიკის საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელეულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად