აშშ-ის მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ანკარამ შესაძლოა ინჯირლიკის ავიაბაზა დახუროს

ანკარამ, ვაშინგტონის მიერ თურქეთისთვის დაკისრებული სანქციების გამო, შესაძლოა ინჯირლიკის ავიაბაზის დახურვის საკითხი წამოწიოს.

შეგახსენებთ, ინჯირლიკის ავიაბაზის ექსპლუატაციას აშშ-ის სამხედრო ძალა ახორციელებს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„აშშ-ის კონგრესის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ანკარას სხვის ჭკუაზე ვერ ატარებ“, – აცხადებს ჩავუშოღლუ.

მისი თქმით, გარდა ინჯირლიკის ავიაბაზისა, ანლარამ შესაძლოა, სხვა საჰაერო ბაზების დახურვის საკითხიც წამოწიოს. საუბარია ისეთ ავიაბაზებზე, რომლებსაც NATO მოიცავს.

ინჯირლიკის ავიაბაზა მეორე მსოფლიოს მერე აშენდა. ცივი ომის პერიოდში, იგი საბჭოთა კავშირის ზონაში სადაზვერვო ფრენებისთვის გამოიყენებოდა და იქ ბირთვული იარაღიც ინახებოდა. ავიაბაზით, სპარსეთის ყურეში 1991 წლის ომის დროს, აგრეთვე ავღანეთის, ერაყის და სირიის კონფლიქტების განმავლობაში, აშშ-ის სამხედროები სარგებლობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად