აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ქალი კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს, რომლის თანახმად, კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა. 52-ზე მეტი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. 47 მათგანი კომენდანტის საათის დარღვევის გამო იქნა დაპატიმრებული.

ვაშინგტონის მერის, მურიელ ბოუზერისა და პოლიციის უფროსის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ სამ გარდაცვლილს შორის ერთი ქალი და ორი მამაკაცი იყო. კიდევ ერთი ქალის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მანამდე დადასტურდა.

ამასთან, დაშავებულ პოლიციელებს შორის ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე მათგანს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის კონგრესში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ქალი აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანი იყო. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად