აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო “ქართული ოცნების” ლობისტების წერილს ასაჯაროებს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ, კერძოდ კი საერთაშორისო ლობიზმის რეგულირების სააგენტომ მორიგი წერილი გაასაჯაროვა. საუბარია ქართული ოცნების ლობისტების, DCI Group-ის მიერ ვაშინგტონში პარტია “ქართული ოცნების” სახელით გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით შეწყალების გადაწყვეტილებას ეხება.

წერილს ახლავს, როგორც DCI Group-ის წარმომადგენლის განცხადება, ასევე თავად მმართველი პარტიის განცხადებაც, რომლის ადრესატიც საერთაშორისო საზოგადოებაა.

მასში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიები 8 მარტის შეთანხმების საბოტაჟირებას ცდილობენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი ცალკეული პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ამ წერილში სახელისუფლებო პარტია აღნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ შეიცავს ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ მის შედეგად, ვინმემ საპატიმრო უნდა დატოვოს. და მოყვანილია ციტატა ფასილიტატორების, ანუ ელჩების განცხადებიდან:

“აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული,”- ნათქვამია წერილში.

ამავდროულად წერილში საუბარია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით დიპლომატიური მისიების მიერ დადებითად შეფასდა.

“აშშ-ის საელჩოს მიერ დაუყოვნებლივ იქნა შეფასებული, როგორც წინასაარჩევნოდ თავისუფალი პოლიტიკური გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯად”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად