აშშ-ის ისტორიაში პირველად ეროვნულ დაზვერვას ქალი უხელმძღვანელებს

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ევრილ ჰეინსი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა. 10 წინააღმდეგი იყო.

2013-2015 წლებში ჰეინსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ კი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

51 წლის ევრილ ჰეინსი პირველი ქალია, რომელიც აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად