აშშ-ის გენერალური პროკურატურა Facebook-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას იწყებს

აშშ-ის გენერალური პროკურორები, Facebook-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას ამზადებენ. ამის შესახებ ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია.

ადვოკატის თქმით, გამოძიება დაიწყება მომსახურების ბაზარზე, სოციალური ქსელის მიერ კონკურენციის წესების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.

განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მსოფლიოს უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმაც კი უნდა დაიცვას წესები და პატივი სცეს კანონსა და მომხმარებლებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძიებას წაიყვანენ გენერალური პროკურორები კოლორადოდან, ფლორიდიდან, აიოვადან, ნებრასკიდან, ჩრდილოეთ კაროლინიდან, ოჰაიოდან, ტენესიდან და კოლუმბიიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...