აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა გრიგოლ ვაშაძემ კვლავ უკომენტაროდ დატოვა

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ, პირველი შეხვედრის მსგავსად, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებით, მოლაპარაკებები არ დასრულებულა და იგეგმება მესამე შეხვედრა.

12 ნოემბერს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პარტიების ლიდერების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ ასევე უკომენტაროდ დატოვა.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად