აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში: შოკირებულნი ვართ მომხდარით

ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ხადას ხეობაში მომხდარ ფაქტს. 

"შოკირებულნი ვართ მომხდართან დაკავშირებით. გამოვთქვამთ ძალიან დიდ მწუხარებას. ტრაგიკულად მოკლეს ბრაიან სმიტი, მისი მეუღლე და შვილი. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში და თავიანთი საქმიანობით ეკონომიკის განვითარებას უწყობდნენ ხელს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვუთანაგრძნობთ გრდაცვლილების ოჯახს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ.

მადლობა საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურას და დუშეთის მუნიციპალიტეტის, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს დამნაშავის დასაკავებლად", – განაცხადა ელიზაბეტ რუთი,

შეგახსენებთ,ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაეების,  ცოლ-ქმრის,  რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით  20 წლის პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებულმა 4 წლის ბავშვი თოფით მოკლა, შემდეგ კი ზვავში დამალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად