აშშ-ის ელჩი „პრაიდის“ ორგანიზატორებს შეხვდა: მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა. საელჩო აცხადებს, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად.

საელჩო წერს, რომ მხარს უჭერენ ყველა ქართვლის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას.

“საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება.

ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის კვირეული 1-ლ ივლისს დაიწყო, ის დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დამთავრდეს. ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მუქარის მიუხედავად, ორგანიზატორები ღორნისძიების გაუქმებას არ აპრიებენ.

კომენტარები
იტვირთება...