აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: რავაქცინირებულებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ მეტია

არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში. კვლევის შედეგებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) აქვეყნებს.

ამასთან, კვლევის შედეგების თანახმად, არავაქცინირებული პირების ინფიცირების რისკი 6-ჯერ მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებს.

კვლევა ჯანდაცვის 16 დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა, რაც აშშ-ის მოსახლეობის 30%-ს შეადგენს.

CDC-ის განცხადებით, კვლევის შედეგები ხაზს უსვამს იმას, რომ ვაქცინა სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

კომენტარები
იტვირთება...