აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი: კოვიდ 19-ის ახალი, დელტა შტამით მასობრივად აუცრელები ავადდებიან

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი, როშელ ვალენსკი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული კორონავირუსის შტამებმა კიდევ განიცადონ მუტაცია, რის შედეგადაც არსებული ვაქცინები არაეფექტური გახდება.

მისი თქმით, მართალია, ამჯერად, ამ მოცემულობის წინაშე არ ვდგევართ, მაგრამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს უკვე არის შეშფოტების საგანი და საჭიროა მომზადება ამ მიმართულებით.

“ამ ეტაპზე, ჩვენ ამგვარ სიტუაციაში არ ვართ, რადგან COVID-19-ის არსებული ვაქცინები კარგად მოქმედებს მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან დაცვის კუთხით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალი, დელტა შტამით, მასობრივად აუცრელი ადამიანები ავადდებიან” – განაცხადა როშელ ვალენსკიმ.

კომენტარები
იტვირთება...