აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მისმა პრესმდივანმა ჯიმ მაკგრატამ გააკეთა.

მიმდინარე წლის აპრილში გარდაიცვალა მისი მეუღლე ბარბარა პირს ბუში, რომელთან ერთადაც ბუშმა 73 წელი იცხოვრა. მათ 5 შვილი, 17 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი ჰყავდათ.

ბუშ უფროსი აშშ-ის პრეზიდენტი ერთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იყო, 1993 წელს იგი არჩევნებში დემოკრატ ბილ კლინტონთან დამარცხდა.

ჯორჯ ბუშ უფროსი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, იგი მფრინავი იყო და ერთ-ერთი ოპერაციისას ჩამოაგდეს მისი თვითმფრინავი, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა, მთელი ეკიპაჟიდან მხოლოდ ის გადარჩა. ომიდან დაბრუნების ერთი კვირის თავზე კი იგი ბარბარა პირსზე დაქორწინდა და იელის უნივერსიტეტში ჩააბარა.

196 წელს იგი კონგრესში აირჩიეს, 1973 წელს სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კომიტეტს. 1976 წელს, ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობისას იგი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დაინიშნა. 1980 წელს კი მან რონალდ რეიგანთან ერთად გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და მისი ვიცეპრეზიდენტი გახდა.

1988 წელს ჯორჯ ბუშ უფროსმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 1989 წელს უკვე ოფიციალურად ჩაანაცვლა რონალდ რეიგანი.

1992 წელს, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, იგი არჩევნებში დემოკრატ ბილ კლინტონთან დამარცხდა. ბევრი ექსპერტის მოსაზრებით, კლინტონის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა მილიარდერმა როს პერომ, რომელიც როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე იყო ჩართული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მან რესპუბლიკელების ელექტორატის გახლეჩა და ამის შედეგად ბუშისთვის ხმების ნახევრის წართმევა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

შეერთებულ შტატებში უამინდობის გამო, 1.3 ათასზე მეტი რეისი გაუქმდა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ასევე აშშ-ის სხვა შტატებში ძლიერი თოვისა და უამინდობის გამო 1,3 ათასი ავიარეისი…

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, იარაღის წარმოების რეიტინგში რუსეთმა მეორე…

სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი (SIPRI) მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთი, 2000-იანების…

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, იარაღის წარმოების რეიტინგში აშშ ლიდერობს

სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი (SIPRI) მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთი, 2000-იანების…

9 ქილაში დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი-თბილისის აეროპორტში აშშ-ის მოქალაქე…

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი: პარიზის საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ – ჩვენ გვინდა…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფრანგებს სურთ, რომ იგი ქვეყნის პრეზიდენტად იხილონ. ამის შესახებ…

დონალდ ტრამპი: რექს ტილერსონი ქვასავით სულელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილ სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს, აღნიშნული…

კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი ბელისარიო ბეტანკური, საავადმყოფოში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

General Motors-ის მიერ დახურული ქარხნები შესაძლოა ილონ მასკის კომპანიამ შეისყიდოს

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიამ შესაძლოა იყიდოს რამდენიმე ქარხანა, რომელთა…

CNN: თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს

თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ჯონ კელი უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებს,-ინფორმაციას ტელეარხი CNN- ი…

აშშ-ს დემოკრატიულმა პარტიამ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე 2016 წლის…
კომენტარები
იტვირთება...