აშშ ირანის ბირთვული ობიექტის მიმართ სანქციების გაუქმებას არ გეგმავს

აშშ-ს ადმინისტრაციამ 2019 წლის 15 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ირანის ფორდოს ბირთვულ დაწესებულებას სანქციები არ გაუუქმოს,-ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

”შეერთებულმა შტატებმა 2019 წლის 15 დეკემბერს ამ ობიექტს სანქციები არ გაუუქმა”, – განუცხადა მან ვაშინგტონში ჟურნალისტებს.

როგორც მაიკ პომპეომ განმარტა, ასეთი გადაწყვეტილება ვაშინგტონში იმის გამო მიიღეს, რომ თეირანმა ცოტა ხნის წინ ფორდოში ურანის გამდიდრების აღდგენის შესახებ  განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ ირანელებმა ხელისუფლების მიერ საწვავზე ფასების გაზრდის გამო, საპროტესტო აქციები გამართეს. არსებული ინფორმაციით, აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც პოლიციელთა რიგებში, ასევე დემონსტრანტთა შორის დაღუპულები და დაშავებულები არიან, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ძალადობა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დაგმო. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად