აშშ ერაყს ბაღდადში საელჩოს დახურვის შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააფრთხილა ერაყის ხელისუფლება მათი საელჩოს დახურვის მზადყოფნის შესახებ, თუ ისინი არ უზრუნველყოფენ სარაკეტო შეტევების დასრულებას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამერიკულ მხარეს. ამის შესახებ კვირას, The Wall Street Journal-ის ელექტრონულ ვერსიაში გამოქვეყნდა.

გაზეთის წყაროებით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ ერაყის პრეზიდენტ ბარჰამ სალეჰსა და პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კაზიმს სატელეფონო საუბრის დროს აცნობა.

”გვითხრეს, რომ ეს არის საელჩოს ეტაპობრივი დახურვა ორი ან სამი თვის განმავლობაში”, – თქვა სტატიაში ერაყელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისი ვარაუდით, ეს შეიძლება ეხებოდეს ქვეყნიდან ამერიკული ძალების გაყვანას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად