აშშ დეპარტამენტი: მოვუწოდებთ ყველა პარტიას, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც, შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო .

ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად.

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც, შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს ან ძალადობა გამოიწვიოს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის წინაშე იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო და პროკურატურის სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და განვითარებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – საქართველოსთან მუშაობას კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...