აშშ-დან კუბის მიმართულებით ფრენები მხოლოდ ჰავანაში განხორციელდება

აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 45 დღის გასვლის შემდეგ, შტატებიდან კუბის მიმართულები ფრენა მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქში – ჰავანაში იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის სატრანსპორტო სამინისტრომ მას მერე მიიღო, რაც მიუვიდა წერილი, რომელიც უწყების ხელმძღვანელს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაუგზავნა.

უწყებამ თავისი პოზიციის არგუმენტირება იმის მოახდინა, რომ კუბის ხელისუფლება აგრძელებს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიულ პოლიტიკას და აგრეთვე მხარს უჭერენ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს.

აკრძალვა შეეხება ავიაკომპანია American Airlines და JetBlue-ს, რომლებიც რეისებს ახორციელებდნენ კამაგუეის, ჰოლგუნისა და სანტა კლარას მიმართულებით. ამგვარად, მათ, ვისაც ქვეყნის ცენტრალურ ან აღმოსავლეთ ნაწილში სურს მოხვედრა, იქ წასვლა ჰავანიდან მოუწევთ, რომელიც კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ავიაკომპანიამ JetBlue უკვე განაცხადა, რომ იგი შეასრულებს ხელისუფლების მოთხოვნას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად