აშშ დამატებით 22 000 დროებით სამუშაო ვიზას უახლოეს თვეებში გასცემს

შეერთებული შტატები მზადაა, გასცეს დამატებით 22,000 დროებითი სამუშაო ვიზა უახლოეს თვეებში. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს (IMB) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“შრომის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, IMB აცხადებს 22,000 H-2B ვიზების დამატებით ზრდას დროებით არასასოფლო-სამეურნეო მუშაკებისთვის. დამატებითი ვიზები ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს თვეებში”, – ნათქვამია ტექსტში.

ამავდროულად, ამ რიცხვიდან 6 ათასი მხოლოდ გვატემალას, ჰონდურასისა და სალვადორის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...