აშშ და თურქეთი თურქეთ-სირიის საზღვართან უსაფრთხო ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ

”ვაშინგტონი და ანკარა აღიარებენ, რომ თურქეთ-სირიის საზღვართან უსაფრთხო ზონის შექმნა მნიშვნელოვანია. მათ მიაჩნიათ, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მისი ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ,” -ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ხუთშაბათს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა.

დოკუმენტის თანახმად, უსაფრთხო ზონაში “მძიმე შეიარაღება თავდაცვის ძალების “განკარგულებით განლაგდება”.

როგორც თურქული მხარე ირწმუნება, ის გეგმავს,რომ უსაფრთხო ზონაში მდებარე ყველა მაცხოვრებლის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უზრუნველყოს.

“მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმისთვის, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა არ დავაზიანოთ”,-ნათქვამია განცხადებაში.

ვაშინგტონმა და ანკარამ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაში თავიანთი ვალდებულება დაადასტურეს.

“სირიის პოლიტიკური ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე გაერო-ს ეგიდით დაწყებული პროცესი, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 2254 რეზოლუციის შესაბამისად, კონფლიქტის შეწყვეტას ითვალისწინებს”,-აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად