აშშ და რუმინეთი Nord Stream-2-ის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუმინელმა კოლეგამ კლაუს იოჰანისმა შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ ისინი გაზსადენ Nord Stream-2-ის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. ორი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი განცხადება თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

”შეერთებული შტატები და რუმინეთი აღიარებენ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. Nord Stream-2–ისა და სხვა პროექტებთან დაკავშირებით ჩვენს უკმაყოფილებას გამოვთქვამთ”,-ნათქვამია განცხადებაში.

მათი განმარტებით, გაზსადენის განხორციელების შემთხვევაში, ენერგეტიკული სისტემა რუსეთზე იქნება დამოკიდებული.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუმინეთში ბუნებრივი აირის რესურსებს შეუძლია, ორ ქვეყანას კეთილდღეობა მოუტანოს და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება  გააძლიეროს.

დოკუმენტის მიხედვით, შეერთებული შტატები და რუმინეთი გეგმავენ, რუმინეთში ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციური კლიმატის გაუმჯობესება  განიხილონ ისე, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იყოს.

გაზსადენის პროექტი რუსეთიდან გერმანიამდე  ორი მილსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

Nord Stream-2-ის მშენებლობის ოპერატორი Nord Stream AG-ია. მისი ერთადერთი აქციონერი PJSC გაზპრომია. უკრაინა, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები პროექტის განხორციელებას ასევე ეწინააღმდეგებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...