აშშ და ინდოეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

შეერთებული შტატები და ინდოეთი მიმდინარე წლის ნოემბერში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰიუსტონში, ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა India Today ავრცელებს.

”ნოემბერში შეერთებული შტატები და ინდოეთი სამხედრო თანამშრომლობის სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებენ და პირველ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. აშშ-ში კოსმოსური ჯარები შევქმენით. ჩვენ ინდოეთთან კოსმოსური თანამშრომლობის განვითარებაში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ”, – განაცხადა ტრამპმა.

გასული წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ინდოეთმა რუსეთთან საზენიტო-სარაკეტო სისტემების (S-400 Triumph საჰაერო თავდაცვის სისტემების) მიწოდებაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. გარიგების პირობების თანახმად, საუბარია ხუთი კომპლექსის მიწოდებაზე, რომლის ღირებულება 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება  2016 წლის ოქტომბერში გაფორმდა. რუსეთ-ინდოეთის გარიგების შესახებ საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის მიერ რუსული იარაღის შეძენის თაობაზე ინფორმირებულია. ამერიკის ლიდერმა პირობა დადო, რომ მალე დელი პასუხს “დაინახავს”.

ამა წლის ივლისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა IndSpaceEx-ის პირველი სამხედრო კოსმოსური წვრთნები ჩაატარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად