აშშ აფრიკაში სამხედრო ძალების შემცირებას გეგმავს

პენტაგონის ხელმძღვანელი მარკ ესპერი დასავლეთ აფრიკიდან აშშ-ის ძალების შემცირების ან მთლიანად გაყვანის შესახებ წინადადებებს განიხილავს,-ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, საუბარია ნიგერიაში ახლახან აშენებული ბაზიდან ჯარების შესაძლო გაყვანაზე. ასევე განიხილება საფრანგეთის შეიარაღებული ძალების დახმარების შეწყვეტა მალიში, ნიგერიასა და ბურკინა ფასოში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აფრიკის შესახებ გადაწყვეტილებებს სავარაუდოდ იანვარში მიიღებენ. აღნიშნულ ინიციატივას შესაძლოა კონგრესმენებმა მხარი დაუჭირონ ან გააკრიტიკონ, მათ შორის საგულისხმოა მოკავშირეებისა და სამხედროების პოზიციაც, რადგან ამ გეგმების შესაძლო განხორციელება ამა თუ იმ გზით სხვა რეგიონებში ამერიკულ სამხედრო მისიებზე გავლენას მოახდენს.

როგორც გამოცემა წერს, აფრიკაში აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობის შემცირების შემდეგ, შესაძლოა მსგავსი გადაწყვეტილება ლათინური ამერიკის მიმართ მიიღონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად