აშშ “ალ-ქაიდას” ლიდერების შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 10 მილიონ აშშ დოლარს აწესებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “ალ ქაიდას” ორი ლიდერის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 10 მილიონ აშშ დოლარს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაცია დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ჯილდო სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა Rewards for Justice-ის ფარგლებში გამოიყოფა. შეერთებული შტატები  6 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს იმ შემთხვევაში, ვინც მათ საად ბინ ატეფ ავლაკის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

ასევე, ხოლო 4 მილიონ დოლარს გადასცემენ მას, ვინც იბრაჰიმ აჰმად აჰმუდ ალ-კოსის შესახებ მსგავს ინფორმაციას გასცემს.

აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა “ისლამური სახელმწიფოს” სამი უფროსი წევრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის, ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა.

ოქტომბრის ბოლოს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად