“ასეთი შემზარავი დანაშაული, მშობელი შვილის საფლავზე ააფეთქო, არ მახსენდება”

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, იური ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე აფეთქების ფაქტს, შემზარავი ცინიზმით ჩადენილი დანაშაული უწოდა
მისი განცხადებით, ის მიესალმება პარლამენტში მთავრი პროკურატურის წარმოადგენლების დაბარებას, რათა მათგან მოისმინონ რა ხდება გახმაურებულ საქმეებზე, როგორიც არის ბარბარე რაფალიანცისა და შალვა თათუხაშვილის საქმე.
 
"თავისთავად ის რაც მოხდა საზარელი ტრაგედიაა. მე არ მახსენდება ასეთი შემზარავი ცინიზმით ჩადენილი დანაშაული საქართველოში. როდესაც მშობელი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ეს ფაქტი სცილდება მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანური ტრაგედიის ფარგლებს და საჭიროა მისი სრულად გამოძიება. ეს არის დღეს ხელისუფლების ვალდებულება და პირველ რიგში პროკურატურის ვალდებულება.
 
რაც შეეხება პარლამენტში დაბარებას და დეპუტატების მხრიდან ინფორმაციის მოსმენას, მოგვაჩნია რომ დიახ, როდესაც არის ასეთი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმეები პარლამენტი უნდა იყოს ჩართული და სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერდით ასეთი ტიპის განხილვებს არამარტო ამ შემტხვევასი, არამედ მხარს ვუჭერდთ შალვა თათუხაშვილის მკვლელობის შემთხვევაშიც და რიგ შემთხვევებში, როდესაც არსებობდა საზოგადოებრივად მარალი ინტერესი. თუ უმრავლესობა გადაწყვეს ასეთი ფორმატით პარლამენტში მოსმენები გაიმართოს, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვექნება. პირიქით, როდესაც არის საზოგადოებრივი ინეტერესი მაგალითად რაფალიანცისა და თათუხაშვილის საქმეზე, ყველა ასეთ შემთხვევაში პარლამენტი უნდა იყოს ჩართული."
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...