“ასე მხოლოდ სამოთხეში იცმევენ”-ბრიტანელი მეცნიერის შეფასება ქართველების უნიკალურ ფოტოებზე

ისტორიკოსი, პროფესორი და ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სამუშაო მივლინებით იმყოფება ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, სადაც საქართველოზე დაცულ უნიკალურ წიგნებსა და მასალებს სწავლობს.

ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ამერიკული გემის კაპიტნის, სმიტის საჩუქარი ბრიტანულ ბიბლითეკას,  “ლეილა სამეგრელოს ვარსკვლავი”- გამოიცა ნიუ-ირკში, ინახება ბრიტანეთში, ფილმი გადაიღეს ინდოელებმა რომელზეც “აიპრესმა უკვე დაწერა გიორგი კალანდიას მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით.

კიდევ ერთი უნიკალური აღმოჩენა, რომელიც გიორგი კალანდიამ გაგვაცნო, ქართველების ჩაცმულობაა.

“აბა გულწრფელად მითხარით არის თუ არა ეს საგანძური!? რა თქმა უნდა არის! ქართველები და მათი ბრწყინვალე სამოსი, ჩახატული ბრიტანელი მოგზაურის მიერ მე-19 საუკუნის დასაწყისში, ეს მოგზაურობის წიგნი ლონდონში გამოიცა, თუმცა მის შესახებ ჩვენში ალბათ მხოლოდ პროფესიონალთა მცირე წრემ იცის, დღეს ბრიტანეთის ბიბლიოთეკამ ამ ხელნაწერზე და ორიგინალ ნახატებზე მუშაობის უფლება მომცა, ჰოდა რომ ვუყურებ ტანში ჟრუანტელი მივლის,ისეთი ამაყები და ლამაზები არიან ქართველები, მედიდურ და ბრწყინვალე სამოსში გამობრწინებულნი.” -წერს გიორგი კალანდია და ფოტოებს აქვეყნებს:

გიორგი კალანდია:მარტო მე კი არ მომწონს, აქაურებიც იხიბლებიან, ჩემს წინ გადაშლილ ამ უზარმაზარ ხელნაწერთან მოდიან და ჩემთან ერთად ამ მინიატურებს ფოტოებს უღებენ.

გიორგი კალანდია: ერთმა დარბაზში მომუშავე მოხუცმა მეცნიერმა მითხრა „ მგონია ასე მხოლოდ სამოთხეში იცმევენო“ ჰოდა მეც ვუპასუხე: „ეგ სამოთხე ჩემი ქვეყანაათქო“ :-))!

გიორგი კალანდია: კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა ამ უნიკალური შანსისთვის, განსაკუთრებით რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდს და ბატონებს ზვიად გაბისონიას და ჯაბა სამუშიას ! თქვენი მხარდაჭერა ჩვენი მუზეუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...