ასანჟი და სნოუდენი ობამას ჩელსი მენინგისთვის სასჯელის შემსუბუქების გამო მადლობას უხდიან

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი და აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი (NSA) ედვარდ სნოუდენი მადლობას უხდიან ყველა იმ ადამიანს, ვინც WikiLeaks-ის ინფორმატორის, ჩელსი მენინგის სასჯელის შემსუბუქებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

"თქვენი გამბედაობით შეუძლებელი შესაძლებელია", – წერს ორგანიზაცია WikiLeaks-ი Twitter-ზე.

თავის მხრივ, ედუარდ სნოუდენი აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას მენინგისთვის სასჯელის შემსუბუქების გამო მადლობას უხდის.

"გულწრფელად და კეთილი გულით: დიდი მადლობა [ბარაკ] ობამა," – წერს ის მიკრობლოგ Twitter-ში.

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ WikiLeaks-ის  ინფორმატორს, ჩელსი მენინგს (მანამდე ბრედლი მენინგი), რომელსაც 35 წელი ჰქონდა მსიჯილი, სასჯელი შეუმსუბუქა.

11 იანვარს ტელეკომპანია NBC News ამერიკის იუსტიციის დეპარტამანეტზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ბარაკ ობამამ ჩელსი მენინგი იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომელთა მიმართ სასჯელის შემსუბუქებას გეგმავდა.

2016 წლის დეკემბერში ჩელსი მენინგის საქმის გადახედვით მოთხოვნით ონლაინ პეტიციას ხელი დაახლოებით 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.  

მანამდე, მენინგმა ციხის ექიმს სთხოვა ოფიციალურ დოკუმენტებში მისი გენდერული იდენტობა მამრობითიდან მდედრობითით შეეცვალათ. მენინგის თხოვნაზე უარის თქმის მიზეზები არ ხმაურდება.

მანამდე, WikiLeaks-ის ინფორმატორმა ჩელსი მენინგმა ამერიკის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა. "არ ითხოვს შეწყალებას. მესმის, რომ სასჯელი არ გაუქმდება. ერთადერთი, რასაც ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის ვითხოვ, რომელიც არ აპირებს, რომ აშშ-ის ინტერესებს და უსაფრთხოებას ზიანი მიაყენოს, შემიმსუბუქეთ სამხედრო ციხეში ყოფნის სასჯელი, სადაც ექვსი წელია ვიმყოფები ", – აცხადებდა ჩელსი მენინგი.

ის 2010 წლის მაისში დააკავეს. მენინგს ბრალად საიტ WikiLeaks-დან დაახლოებით 700 ათასი საიდუმლო დოკუმენტის გადაცემა ედება, რომელიც ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს ეხება. დაკავებულის იურისტების განცხადებით, მან ციხეში თვითმკვლელობა ორჯერ სცადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად