ასანიძე: თათია ლორთქიფანიძეს აქვს შანსი მოვიდეს აზრზე და გაიაზროს შენიშვნები

ქართველი ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ბათუმში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ფედერაციის განმარტებით ამის მიზეზი სპორცმენის მხრიდან დისციპლინარული გადაცდომები გახდა.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის განმარტებით, თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელების მითითებას არ ითვალისწინებდა და შეკრებებს აცდენდა, რის გამოც ევროპის ჩემპიონატში ვერ მიიღებს მონაწილეობას:

“ყველას ვალდებულებაა, რომ დაემორჩილოს შინაგანაწესს, რაც ფედერაციას გააჩნია. ჩვენ არავის ძალას არ ვატანთ, ის არც ერთ შეკრებას და არც ერთი მწვრთნელის მითითებას არ დაემორჩილა. იყო სისტემატიური გაცდენა ვარჯიშებზე. მისი მდგომარეობა უკონტროლო გახდა. უფროსი მწვრთნელი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მას აქვს შანსი მოვიდეს აზრზე და გაიაზროს შენიშვნები,- ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, რომ შემდეგ ჩემპიონატებში მონაწილეობა მიიღოს.

თათია ლორთქიფანიძე ევროპის ჩენპიონატზე ვერ გამოვა ეს მისთვის, ცნობილი იყო 14 მარტს როდესაც დასკვნით შეკრებაზე არ გამოცხადდა”,- აცხადებს ასანიძე.

შეგახსენებთ, “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატიდან მისი შვილი ანგარიშწორების ნიადაგზე ჩემპიონატიდან მოხსნეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად