ასამდე სვავმა ახალნამშობიარები ძროხა და ხბო იმსხვერპლა (ვიდეო)

ესპანეთში, კასტელონის პროვინციაში, ვილაფრანკელი ფერმერი მის ძროხაზე და ახალშობილ ხბოზე სვავების თავდასხმის მოწმე შეიქმნა.

ვიქკტორის თქმით, სვავები მშობიარობის თანმდევი სისხლის სუნმა მიიზიდა. ისინი თავს დაესხნენ ძროხას და მის ახალდაბადებულ ხბოს და მათ სიცოცხლე მოუსწრაფეს.

ვიკტორი ხელისუფლებას თხოვს მიიღონ ზომები, რათა ის მომავალში ანალოგიური შემთხვევებისგან იყოს დაცული. ვიკტორი ამბობს, რომ რაიონში ოთხი ჯორსაყარია (muladar – სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც სანიტარულ კონტროლგავლილი, გარდაცვლილი ცხოველებით, ძირითადად ჯორებით, სვავების გამოკვება ხდება – “აიპრესი’) და, როგორც ჩანს, ეს არაა საკმარისი რაიონში მრავლად არსებული სვავებისთვის.

კასტელონის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეისწავლიან სიტუაციას და შესაბამისად იმოქმედებენ მთავრობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად