ასადმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

"სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ელ-ასადმა რუსეთის სახელმწიფოს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა", – აღნიშნულის შესახებ განცხადება კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა გააკეთა, ხოლო აღნიშნულის შესახებ rbc წერს.

ივანოვმა დააზუსტა, რომ საუბარია საბრძოლო თვითმფრინავების ამოქმედებაზე. "საომარი ოპერაციის მიზანი სირიის სახელმწიფოს მხოლოდ საჰაერო მხარდაჭერაა", – განაცხადა სერგეი ივანოვმა.

კომენტარები
იტვირთება...