ასადი ერდოღანს სირიის ტერიტორიის მიტაცებაში ადანაშაულებს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მიიჩნევს, რომ თურქეთის ლიდერს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციის დაწყებით, ქვეყნის ტერიტორიის “მიტაცება” სურს. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ასადმა ერდოღანს “ქურდი” უწოდა, რომელიც მისი თქმით, “ქარხნებს, ხორბალს, საწვავს და ახლა ტერიტორიებს იტაცებს”.

პრეზიდენტის თქმით, როდესაც ჩრდილოეთ სირიაში “აგრესია” დაიწყო, სირიის ხელისუფლება “სხვადასხვა პოლიტიკურ და სამხედრო ძალებს დაეკონტაქტა, რათა ისინი სახიფათო ზონიდან გაეყვანა”.

”ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვიყავით მხარი დაგვეჭირა ნებისმიერი ჯგუფისთვის, რომელიც აგრესიას შეეწინააღმდეგებოდა”,- განაცხადა ბაშარ ასადმა.

სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის შემოჭრის საპასუხოდ წინააღმდეგობის გაწევა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის.

”ეს ჩვენი კონსტიტუციური და ეროვნული მოვალეობაა. თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენს სამშობლოს არ ვიმსახურებთ”, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ასადმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “იდლიბისთვის ბრძოლა ქაოსის დასრულებისა და სირიის ტერიტორიაზე ტერორიზმის დამარცხებისთვის უმნიშვნელოვანესია”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად