არველაძის „თარგზე გამოჭრილი“ არჩევნები ფეხბურთის ფედერაციაში

3 ოქტომბერს  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. რევაზ არველაძემ ოფიციალურად გააკეთა განცხადება დარეგისტრირების შესახებ. მანამდე კი ერთადერთი დარეგისტრირებული კანდიდატი უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია იყო, რომელსაც ადრეც უცდია არჩევნების მოგება, მაგრამ უშედეგოდ.

სავარაუდოდ,  ყველაზე დიდი ბრძოლა არველაძესა და კობიაშვილს შორისაა მოსალოდნელი.

როგორც გაზეთი „ახალი თაობა“ წერს: “არველაძე უკვე წლებია, ფედერაციაში მუშაობს, სხვებზე მეტად გამოცდილია ამ საქმეში და მეტი ბერკეტიც გააჩნია შიგნიდან. სამაგიეროდ, კობიაშვილი უზომო პოპულარობით სარგებლობს ქომაგებში, თუმცა მთავრობის ფავორიტად ასახელებენ და არჩევნებში ხელისუფლების ჩარევის მოსალოდნელსაფრთხეებზეც მიუთითებენ. ამის უმთავრეს მიზეზად კი ქვეყნის ვიცეპრემიერ კახა კალაძეს ასახელებენ, რომელსაც კობიაშვილთან ახლო მეგობრობა აკავშირებს.

„ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში 35 ხმოსანი სუბიექტი მონაწილეობს, ოღონდ წელს ერთი გამონაკლისია სფფ-ის მიერ წინა ჩემპიონატიდან მოხსნილი საფეხბურთო კლუბი„ზესტაფონი“, რომელიც დასჯილია და, შესაბამისად, ხმის უფლებაც შეუჩერდა.

იქიდან გამომდინარე, რომ „ზესტაფონის“ პრეზიდენტი ილია კოკაია ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის აქტიურ ოპონენტად მიიჩნევა, შეიძლება ითქვას, რომ მისიდასჯით სწორედ არველაძემ მოიგო, რადგან ერთი პოტენციური ხმა ჩამოართვა კობიაშვილს.

დარჩა 34 სუბიექტი, რომელთაგან უმეტესობა რეგიონული ფედერაციები და ასოციაციებია, სწორედ ის ფილიალები, რომლებიც უშუალოდ სფფ-ის დაქვემდებარებაში შედიან -სულ 22 წევრი.

როგორც წესი, ეს სუბიექტები თავად ირჩევენ თითო დელეგატს ხმის უფლებით და სწორედ ამ დელეგატების სინდისზეა მომავალი პრეზიდენტის ბედი. ოღონდ, აქამდეჩატარებულ თითქმის არცერთ არჩევნებზე დელეგატებს არავინ არაფერს ეკითხებოდა და ალბათ ამიტომაც არ იყო ეს საკითხი აქტუალური. წლევანდელი არჩევნები კი ამმხრივაც გამორჩეული ჩანს. ჩვენ მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტებიც სწორედ ამ დელეგატებს ეხებათ. რატომღაც, რეგიონული ფედერაციები დელეგატებად თურმე „ირჩევენ“ ადამიანებს,რომლებიც უშუალოდ არიან დასაქმებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. სტატიაზე თანდართულ სურათებზე შეგიძლიათ ნახოთ გურიის ფეხბურთის რეგიონულიფედერაციის მიერ სფფ-ში გაგზავნილი დადგენილება, სადაც წერია, რომ ხმის უფლების მქონე დელეგატად არჩეულია გოჩა ტყებუჩავა. ტყებუჩავა საქართველოს 17-წლამდელთანაკრების მთავარი მწვრთნელია ანუ ის დღეს ოფიციალურად ითვლება ფედერაციის თანამშრომლად.

რიტორიკული კითხვა პასუხს, ალბათ, აღარც საჭიროებს, რადგან, თუ ლოგიკას მოვიშველიებთ და დანარჩენ 21 სუბიექტზეც მსგავს სცენარს წარმოვიდგენთ, შეგვიძლიაჩავთვალოთ, რომ რევაზ არველაძეს არჩევნებში წარმატება, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს“, – წერს „ახალი თაობა“.

აქვე გამოცემა წერს, რომ გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე ცოტა ხნის წინ პირადად „გამოუტყდა“ ადგილობრივ ვეტერანებს, რომ ხმას არველაძესაძლევდა და გურულების ფავორიტ მერაბ ჟორდანიაზე უარს ამბობდა. ამ შეხვედრაზე კი ებრალიძემ გასაოცარი საქციელითაც მოიწონა თავი თურმე ის ძალიან ამაყობს იმით,რომ ორჯერ შეძლო, უმაღლეს ლიგაში ეთამაშებინა ლანჩხუთის „გურია“, მაშინ როცა კლუბს საამისო ლიცენზია არ გააჩნდა.

„კულუარულმა წყარომ, ტყებუჩავას გარდა, სხვა სუბიექტების მიერ დასახელებული საინტერესო დელეგატებიც გაგვიმხილა: ოთარ კორღალიძე (ასაკობრივი ნაკრებისმწვრთნელი), ნიკა ჩხეიძე (ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორი), გიორგი ხაჩიძე (სფფ-ის აკადემიის მენეჯერი). ბავშვთა სკოლების ასოციაციას სუ-ლაც არჩილარველაძე ხელმძღვანელობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდზე კონტროლი უშუალოდ სფფ-ის გენერალურ სამდივნოს ევალება, თუმცა ინფორმაცია მიუწვდომელირჩება სხვა კანდიდატებისთვის მაშინ, როცა რევაზ არველაძე ამ მხრივაც უპირატესობაშია.

ჩვენი ინფორმაციით, სამდივნოში უკვე 15-მდე განცხადებაა შესული იდენტური შინაარსით ყველა არველაძეს უჭერს მხარს, ხოლო დელეგატად სფფ-ს თანამშრომელიაწარდგენილი. არადა, თავად არველაძეც და მისი ოპონენტებიც ღიად აცხადებენ, რომ ჯერჯერობით სუბიექტებთან შეხვედრები და საკუთარი პროგრამების პრეზენტაცია არც კიდაუწყიათ. არველაძემ ოფიციალურად მხოლოდ გუშინ განაცხადა, რომ უფლებამოსილებას იჩერებს და კანდიდატად წარდგენილია. ეს იმ დროს, როცა ჩვენ მიერ მოპოვებულდოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ მისი წარდგენა სუბიექტებმა ერთი კვირის წინ დაიწყეს. უფრო მეტიც, 14 აგვისტოს, პარასკევს, გახდა ცნობილი არჩევნების თარიღი, 17აგვისტოს, ორშაბათს, დაიწყეს კანდიდატურად არველაძის წარდგენა. ალბათ, დღესავით ნათელია, რატომ ასაიდუმლოებდა ამას არველაძე. ყველა დოკუმენტაცია მხოლოდმისთვისაა ხელმისაწვდომი. დანარჩენი კანდიდატებისთვის წინასაარჩევნო შეხვედრები უკვე აზრს კარგავს.

მოკლედ, ფეხბურთში მრავალჯერ ნახსენები „ყველაზე კარგი დაცვა თავდასხმაა“ რევაზ არველაძემ საკუთარ თარგზე მოჭრა და… თუ რამე სასწაული არ მოხდა, ალბათ,არჩევნებსაც ამით მოიგებს“, – წერს „ახალი ვერსია“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...