არველაძე: რუსეთიდან იკვებება ის ხალხი,ვინც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება!

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა რევაზ არველძემ “აიპრესსთან” საქართველოს ენერგოპოლიტიკაზე ისაუბრა. რევაზ არველაძის შეფასებით, საქართველოსთვის დიდი ჰესები მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დიდი ჰესების მშენებლობა, სახელწიფოს ჩართულობა მშენებლობის პროცესში, ენერგეტიკის განვითარება, მეტი პროფესიული კადრი-ეს ის კომპონენტებია, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უპირობო გარანტია.

-მე პირადად, სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოში ელექტრომომარაგების თვალსაზრისით მდგომარეობა დამძიმდეს. იმდენად რამდენადაც იმპორტის შესაძლებლობები შეიზღუდება. აღარც აზერბაიჯანს, რუსეთს, თურქეთს არ ექნება იმდენი შესაძლებლობა და აღარც ჩვენს შემაერთებელი ხაზებს ექნება საკმარისი გამტარიანობა, რომ ეს იმპორტის გაზრდილი საჭიროება გამოატაროს  ხაზებმა.

სწორედ ამიტომ, დიდ ჰესების მშენებლობას არა თუ აუცილებლად, არამედ დადებითად ვაფასებ! ეს აუცილებელია თუ გვინდა საქართველოში ეკონომიკა განვითარდეს.უცნაური მოთხოვნილებები აქვთ ადამიანებს, როცა ამბობენ არაფერი ავაშენოთ და კარგად ვიცხოვროთ! თუ კარგად ცხოვრება გინდა, ეკონომიკა უნდა განვითარდეს. ეკონომიკის განვითარებას აუცილებლად სჭირდება ელექტროენერგია. ელექტროენერგია თავისით არ მოდის თუ არ ააშენე ელექტროსადგურები. საუბარი იმაზე რომ ჩვენ გვიშველის ქარის და მზის ელექტროსადგურები -ეს შეიძლება ილააპრაკოს მხოლოდ დილეტანტმა,რომელსაც საერთოდ არაფერი არ გაეგება ამ საკითხის. ასევე  საჭიროდ ვთვლი  სახელმწიფო ერეოდეს  დიდი ჰესების მშენებლობის მიმდინარეობისას.

რას ფიქრობს ქვეყნის ენერგოპოლიტიკაზე, როგორ აფასებთ დიდი ჰესების მშენებლობას?

-საქართველოში ნებისმიერი კილოვატის მშენებლობა აუცილებელია, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი, ეკონომიკურად გამართელებული და ეკოლოგიურად მისაღები.

როდესაც რაიმე ობიექტის მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება, უნდა იყოს განხილული ყველა საკითხი. არ არსებობს ისეთი ობიექტი ,რომელიც გარემოზე რაღაცა მცირე ან დიდი უარყოფით გავლენას არ ახდენს.პირველ რიგში, უნდა მოხდეს შეფასება, მის მიერ მიღებული დადებითი შედეგი აჭარბებს თუ რა იმ უარყოფით შედეგს რაც შეიძლება მოახდინოს? უარყოფით გავლენას რომ ახდენს ჰესის მშენებლობა, შესაბამისი კომპენსაცია უნდა გაწიო. ყველა უარყოფითი შედეგის გამოსასწორებელი ღონისძიება, ყველა პროექტში უნდა იყოს ჩადებული!

რა არის საჭირო იმისთვის რომ  საქართველოს ჰიდროპოტენციალის დაკარგვის საშიშროება მინიმუმადე დავიყვანოთ?

-ჰესების მშენებლობა არ არის ისეთი რაღაც, რაც შეიძლება ღუპავდეს საქართველოს. თუ პროექტი ისეა გაკეთებული რომ მისი შესრულება ეკონომიკურად ეფექტიანია ,გარემოზე უარყოფით,სერიოზულ გავლენას არ ახდენს,ასეთი ობიექტი უნდა ავაშენოთ. არ შეიძლება ასეთ ობიექტებზე უარის თქმა.თუ არადა მაშინ უნდა გავჩერდეთ ჩვენი ეკონომიკის განვითარების რაღაც დონეზე!

არ უნდა გვქონდეს იმის პრეტენზია, თუ რატომ არ იზრდება პენსიები და ა.შ. თუ ბიუჯეტში ფული არ შევიდა ,თუ ეკონომიკა არ გაიზრდება რითი უნდა გაიზარდოს ეს პენსიები?! მარტო პენსიები ხომ არ არის? განათლებაა საჭირო. პრემიერმა თქვა მშპ-ში განათლების სექტორის წილი ორნიშნა რიცხვი უნდა იყოს,მაგრამ როგორ გამოვა ეს, ეკონომიკა თუ არ გაიზრდება?

ვფიქრობ, საქართველოს პრობლემა, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება არის ეკონომიკის განვითარება. ნებისმიერ ქვეყანაში ენერგეტიკა ითვლება ნომერ პირველ დარგად. უფრო მნიშვნელოვან დარგად, ვიდრე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა .

ენერგეტიკა ერთადერთი დარგია, რომლის გაჩერება მთელს ქვეყანას პარალიზებას უკეთებს მეორე ასეთი დარგი არ არსებობს. საზოგადოებამ უნდა გაითავისოს და ხელი არ უდნა შეუშალოს ამ პროცესს.
როგორ შეიძლება პოეტი წყვეტდეს ელექტროსადგურის აშენების საქმეს?! თუ ერთ მხარეს დგას პოეტი და მხატვარი ,მეორე მხარეს კი პროფესიონალი, რომელიც საუბრობს თუ რატომ არის ჰესის აშენება კარგი, ხალხი არ უსმენს. რომელსაც არაფერი გაეგება იმას უფრო უსმენენ. ყველაფერს ახსნა და დასაბუთება სჭირდება.

მე ვარ დარწმუნებული რომ რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას.ეს იყო ასე 1980 იანი წლების ბოლოს, როდესაც გააჩერეს ხუდონჰესის მშენებლობა. ჟინვალჰესი დამთავრებული იყო თორემ იმასაც გააჩერებდნენ. ამას აკეთებდა რუსეთი ,რუსეთის უშიშრობის სამსახური, თან მოჩვენებუთ. რუსეთის უშიშროების სამსახურს საქართველოში ჰყავდა დაქირავებული ლიდერები, რომლებსაც უნდა ებრძოლათ ენერგეტიკის წინააღმდეგ.ახლაც დარწმუნებული ვარ რუსეთიდან იკვებება ის ხალხი,რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას.-განაცხადა რევაზ არველაძემ.

ავტორი: თეონა ციხიშვილი

 

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...