არწივმა, კლანჭებში მოქცეული ზვიგენით, პლაჟს გადაუფრინა (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია ზვიგენმონადირებული არწივის პლაჟის თავზე გადაფრენის მომენტი.

კელი ბერბეჯის თქმით, ვიდეო სამხრეთ კაროლინაში, პოპულარულ ტურისტულ ქალაქ მირტლ-ბიჩშია გადაღებული.

ვიდეოზე ნათლად სჩანს ფრინველი, რომელიც ზღვიდან პლაჟისკენ მიფრინავს ბრჭყალებში მოქცეული პატარა ზვიგენით.

ზვიგენი მთელი ძალით ცდილობს ფრინველის კლანჭებიდან თავის დაღწევას, მაგრამ უშედეგოდ.

ფეისბუქზე ვიდეოს ამტვირთავი კელი ბეიჯი სთხოვს ფეისბუქ-საზოგადოებას, გაარკვიონ იგი, ვიდეოზე არწივია აღბეჭდილი თუ კონდორი.

ფეისბუქზე, აგრეთვე სხვა სოციალურ ქსელებში კომენტარის დამტოვებელთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ ფოტოზე აღბეჭდილია შაკის ორიდან ერთ-ერთი სახეობა – Pandion haliaetus carolinensis ან Pandion haliaetus ridgwayi.

შაკი ქორისებრთა რიგს მიეკუთვნება. მისი გაშლილი ფრთების ზომა 1,7 მეტრს აღწევს, იკვებება თითქმის მხოლოდ თევზით, ნადირობის დროს შეუძლია წყალში დაახლოებით 1,5 მეტრის სიღრმემდე ჩაშვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად