“არც მაგათი პენსია მინდა და არაფერი, ვენაცვალე ჩემს საქართველოს!” – ქართველი მავთულხლართების სოფლიდან (ვიდეო)

სოფელ ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მას საკუთარ მიწა-წყალის დათმობის სანაცვლოდ, პენსიას ჰპირდებიან. თუმცა, როგორც ის ჟურნალისტებთან აცხადებს, საქართველოს დათმობას არ აპირებს. დათა ვანიშვილს დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი გაესაუბრა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.

“ცოდო არ ვარ კაცო, 88 წელიწადია აქ ვცხოვრობ, საქართველოში, აქ დავიბადე, გავიზარდე და ახლა გავხდე რუსეთის?! გადმოდი აქეთ და პენსიასაც მოგცემთო, არ მაგათი პენსია მინდა, ჩემს საქართველოს ვენაცვალე”,-განუცხადა ჟურნალისტებს დათა ვანიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად