არტ გალერეა Akhundov House-ში ეკა შალამბერიძის გამოფენა “თბილისური ჩუქურთმა” გაიხსნება

დღის ბოლოს, 19:00 საათზე არტ გალერეა Akhundov House-ში (გორგასლის ქ 17) მხატვარ ეკა შალამბერიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია “თბილისური ჩუქურთმა” 1 კვირის განმავლობაში, 11 ოქტომბრამდე იქნება გამოფენილი.

“4-დან – 11ოქტომბრამდე ჩვენს გალერეაში გაიმართება თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულის ეკა შალამბერიძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „თბილისური ჩუქურთმა“.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე ზეთში შესრულებული და გრაფიკული ნამუშევარი.

ეს არის ახალგაზრდა შემოქმედის პირველი წარდგენა ფართო საზოგადოების წინაშე. გამოფენის საზეიმო გახსნა პარასკევს 4-ში 19:00 საათზე გაიმართება.

დარწმუნებული ვარ, გამოფენა მწყობრად ჩაეწერება იმ ღონისძიებების რიგში, რომელიც წლევანდელი თბილისობისთვის არის დაგეგმილი, და დიდი წარმატებით ჩაივლის” – აცხადებს გალერეის დირექტორი არჩილ ბეჟანიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად