“არსენალის” მენეჯერს კორონავირუსი დაუდგინდა

არსენალის მენეჯერს მიკლე არტეტას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა და შედეგად, კლუბის მატჩი ბრაიტონის წინააღმდეგ, გადაიდო. ამის შესახებ BBC Sports წერს.

კლუბის ის წევრები, რომლებსაც ბოლო დროს ფიზიკური კომუნიკაცია ჰქონდათ არტეტასთან, იზოლირებულნი არიან.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამომავლო მატჩების განხილვის მიზნით, პრემიერ ლიგა, კლუბის საგანგებო სხდომას პარასკევს გამართავს.

“ტესტი მას მერე ჩავიტარე, რაც თავი ცუდად ვიგრძენი. სამსახურში, როგორც კი ამის უფლებას მომცემენ, მაშინვე დავბრუნდები”, – აღნიშნავს მენეჯერი.

არსენალი იმედოვნებს, რომ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც მენეჯერთან შეხება ჰქონდა, მათ შორის პირველი ჯგუფის მთელი შემადგენლობა, თვითიზოლირდება.

კლუბი ბრაიტონს შაბათს უნდა შეხვედროდა, თუმცა ბრაიტონმა, მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ არსენალის მენეჯერს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე, შეხვედრის გაუქმების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად